ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ტერიტორიაზე 8 000 წლის წინანდელი ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი კვალი აღმოაჩინეს, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია იუნესკო-ს მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლად გამოცხადდა
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს ტერიტორიაზე 8 000 წლის წინანდელი ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი კვალი აღმოაჩინეს, ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიცია იუნესკო-ს მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლად გამოცხადდა

ჩვენმა ელჩმა უკვე განაცხადა, რომ დღეს საღამოს გვექნება შესაძლებლობა, მოვისმინოთ ქართული მრავალხმიანობა. ეს მრავალხმიანობა – საერო, სარიტუალო, რელიგიური, საყოფაცხოვრებო თუ საბრძოლო, ალბათ საუკეთესოდ წარმოადგენს ქართველი ხალხის სულისკვეთებასა და შემოქმედებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა ღვინოზე საუბრისას აღნიშნა, რომ ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია იუნესკო-ს მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლად გამოცხადდა.

„ყოველთვის, როდესაც საქართველოს ევროპულ იდენტობაზე მიწევს საუბარი, არ შემიძლია უგულვებელყო, ალბათ ყველა სხვა ევროპელთან ჩვენი დაახლოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი – ღვინო. ამას სიფრთხილით ვამბობ, რადგან ვაცნობიერებ, რომ ჩვენ იმ ქვეყანაში ვართ, რომელმაც ლუდი – და არა ღვინო – ხელოვნების დონემდე აიყვანა. საქართველო ღვინის სამშობლოდ ითვლება. საქართველოს ტერიტორიაზე რვა ათასი წლის წინანდელი ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი კვალი აღმოაჩინეს. ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია იუნესკო-ს მსოფლიოს არამატერიალურ კულტურულ ძეგლად გამოცხადდა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.