საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშებაში რამდენიმე წუთის წინ, მეცხრე ტურის ერთი შეხვედრა უკვე დასრულდა.
„ჟალგირიო არენაზე“ კაუნასის „ჟალგირისმა“ სტამბოლის „ეფესი“ მიიღო და ანგარიშით 91-83 დაამარცხა. მასპინძლებმა პირველ მეოითხედში ოთხქულიანი ჩამორჩენის შემდეგ, დარჩენილ დროში ტემპს უმატეს და ბოლო პერიოდის წინ, მეტოქეს ხუთი ქულით გაექცნენ.
კაუნასელთა შორის ედგარას ულანოვასი იყო საუკეთესო. ლიტვის ნაკრების კალათბურთელმა 22 ქულა და შვიდი მოხსნა გააკეთა.
ასევე დამაჯერებელი გახლდათ პაულიუს იანკუნასი. ვეტერანმა ფორვარდმა 17 ქულა და ექვსი მოხსნა მიითვალა აქტივში. თამაშის დასკვნით მეოთხედში სტუმრებმა რამდენჯერმე შეძლეს მეტოქესთან ერთი ტყორცნის დისტანციაზე მიახლოება, თუმცა შარუნას იასიკავიჩუსის მოთხოვნილი ტაიმ აუტის შემდეგ, ზედიზედ ხუთი ქულის მოგროვება კევინ პანგოსმა შეძლო, რაც შეხვედრაში გარდამტეხი აღმოჩნდა და „ჟალგრისიმა“ მიმდინარე „ევროლიგაზე“ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.
კაუნასური გუნდის მომდევნო მეტოქე, თელ ავივის „მაკაბი“ იქნება.