თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ფენერბახჩე“ დაამარცხა - ქართველი კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ფენერბახჩე“ დაამარცხა - ქართველი კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო #1TVSPORT

ევროპის მთავარ საკლუბო საკალათბურთო ტურნირზე, ევროლიგაზე თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ რეგულარული სეზონის მეათე ტურში „ფენერბახჩეს“ უმასპინძლა და 87:79 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თავის გუნდში კვლავ ყველაზე შედეგიანი იყო. შენგელიამ მოედანზე 28:57 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. თორნიკემ 8-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი გამოიყენა. ასევე, ის საჯარიმოს ხაზზე ორჯერ დადგა და ორივე ტყორცნა შედეგიანი იყო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, ვერცერთი გუნდი სერიოზული უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდა. „ვირტუს ბოლონიამ“ გადამწყვეტი გაქცევა მესამე მეოთხედში მოაწყო, რომელიც 24:14 მოიგო. უკანასკნელ მეოთხედში კი მეტოქეს დაწევის საშუალება აღარ მისცა.

ევროლიგის ათი ტურის შემდეგ „ვირტუს ბოლონიას“ 6 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს, ამ მაჩვენებლით კი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს იკავებს.