საკალათბურთო ევროლიგაში ყველაზე გრძელი მატჩი ჩატარდა - „რეალმა“ „ეფესს“ მე-4 ოვერტაიმში მოუგო #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგაში ყველაზე გრძელი მატჩი ჩატარდა - „რეალმა“ „ეფესს“ მე-4 ოვერტაიმში მოუგო #1TVSPORT

მადრიდში გაიმართა ევროლიგის რეგულარული ჩემპიონატის მე-19 ტურის მატჩი, რომელშიც „რეალმა“ საკუთარ მოედანზე დაამარცხა „ეფესი“.

ეს მატჩი ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა ტურნირის ისტორიაში. მასში ითამაშეს ოთხი ოვერტაიმი, რაც ევროლიგაში არასოდეს მომხდარა.

შეხვედრა „რეალმა“ ოთხი ქულის სხვაობით – 130:126 (25:18, 13:18, 26:25, 17:20, 49:45) მოიგო.

მატჩი თითქმის სამი საათი გაგრძელდა, სუფთა სათამაშო დრომ კი ერთი სააათი შეადგინა.

ევროლიგის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაში ხუთი რეკორდი დამყარდა:

* პირველად ისტორიაში 4 ოვერტაიმი;

* პირველად ისტორიაში 3 ოვერტაიმი;

* პირველად ერთმა გუნდმა დააგროვა 130 ქულა;

* ორივე გუნდმა ერთად ქულების სარეკორდო რაოდენობა დააგროვა (256);

* ყველაზე დიდი სათამაშო დრო (53:11), რომელიც კალათბურთელს ევროლიგის მატჩში ჰქონდა (შეინ ლარკინი, „ეფესი“).