თორნიკე შენგელიას 27 ქულით ევროლიგაზე „ვირტუს ბოლონიამ“ „მაკაბი“ დაამარცხა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას 27 ქულით ევროლიგაზე „ვირტუს ბოლონიამ“ „მაკაბი“ დაამარცხა #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგის მე-13 ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე თელ ავივის „მაკაბის“ დაუპირისპირდა და 100:90 დაამარცხა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და იტალიურმა გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მხოლოდ მესამე მეოთხედში მოახერხა, რომელიც 29:23 მოიგო და უკანასკნელი მეოთხედის წინ ექვსი ქულით გავიდა წინ. ბოლო პერიოდში კი სხვაობა შეინარჩუნა და მნიშვნელოვანი გამარჯვებაც ჩაიწერა აქტივში.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი „ვირტუს ბოლონიის“ რიგებში კვლავ საუკეთესო იყო. შენგელიამ მოედანზე 33:52 წუთი გაატარა, რა დროშიც 27 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. თორნიკემ 13 დან 10 ორქულიანი და 3 დან 1 სამქულიანი გამოიყენა, მან ასევე 5 დან 4 საჯარიმო ზუსტად შეასრულა.

ამ მომენტისთვის „ვირტუს ბოლონიას“ ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო საკალათბურთო ტურნირზე, ევროლიგაზე ცხრა გამარჯვება და ოთხი მარცხი აქვს, ამ შედეგით კი გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა.