საკალათბურთო ევროლიგაზე დღეს 26-ე ტური აიღებს სტარტს და მატჩები ევროპის ხუთ ქალაქში გაიმართება.
21:00 საათზე რუსული ხიმკი საკუთარ არენაზე მადრიდის რეალს უმასპინძლებს. სამეფო კლუბს პლეი ოფის საგზური გარანტირებული აქვს, ხიმკის კი მომდევნო ეტაზე გასვლის შანსი აღარ დარჩა. ორივე გუნდი შეხვედრას დანაკარგების გარეშე ხვდება.
22:00 საათზე კაუნასის ჟალგირისი მიუნხენის ბაიერნს საკუთარ არენაზე მიიღებს. ორივე გუნდს პლეი ოფში გასვლის შანსი გააჩნია, აქედან გამომდინარე ეს შეხვედრა ჟალგირისისთვის და ბაიერნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. 23:05 წუთზე თელ ავივის მაკაბი მენორა არენაზე ანადოლუ ეფესს შეხვდება. თურქული გუნდი 16 მოგებითა და 9 წაგებით მეოთხე ადგილზე იმყოფება, მაკაბი კი 12 მოგებით ჯერჯერობით მეცხე პოზიციაზეა და მხოლოდ 1 მოგებით ჩამორჩება მის უშუალო კონკურენტ ოლიმპიაკოსსა და ოლიმპიანო მილანოს, რომლებიც ერთმანეთს 23:45 საათზე მილანში დაუპირისპირდებიან.
დღის უკანასკნელი შეხვედრა 00:30 საათზე გრან კანარიასა და დარუშაფაკას შორის შედგება.