ევროლიგამ სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ევროლიგამ სიმბოლური ნაკრები შეადგინა

კალათბურთის გულშემატკივრები ორი კვირის განმავლობაში ხმას აძლევდნენ თავიანთ საყვარელ კალათბურთელებს ევროლიგის ვებგვერდზე, 2019-20 წლების სეზონის სიმბოლური ხუთეულის შესადგენად.

გამოკითხვის შედეგად, პირველი ადგილი შეინ ლარკინმა დაიკავა. მან ხმების 13.1 პროცენტი მიიღო.
ევროლიგის გასული სეზონის სასტარტო ხუთეულში მოხვდნენ: ნიკ კალატესი (5,0%, პანათინაიკოსი), მაიკ ჯეიმსი (6,7%, ცსკა), შეინ ლარკინი (13,1%, ეფესი), ნიკოლა მიროტიჩი (10,8%, ბარსელონა) და ნიკოლა მილუტინოვი (6,7%, ოლიმპიაკოსი).