„ბაიერნმა“ „ჟალგირისი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა და პლეიოფის საგზური მოიპოვა – ევროლიგის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო] #1TVSPORT

11:44, 02.04.2021

საკალათბურთო ევროლიგის ჯგუფური ეტაპი გადამწყვეტ ფაზაში შედის. პლეიოფის საგზური უკვე გაინაღდა 6-მა გუნდმა. მათ შორის ერთ-ერთმა ეს გუშინ გააკეთა. მიუნხენის „ბაიერნს“ პლეიოფში გასაღწევადჟალგირისის“ დამარცხება ესაჭიროებოდა. გერმანელებმა სასურველი შედეგის მიღწევა უმძიმეს ბრძოლაში შეძლეს.

დიდ შესვენებაზე „ბაიერნი“ მინიმალური უპირატესობით გავიდა. ინტრიგა ბოლო წამებამდე შენარჩუნდა. გადამწყვეტი 10-წუთიანი მონაკვეთის წინ, მიუნხენელები 3 ქულას იგებდნენ. მატჩის დასრულებამდე 2:23 წამით ადრე, ვლადიმერ ლუჩიჩმა მასპინძლები 1 ქულით დააწინაურა. ლიტველებმა გადამწყვეტი შეტევის ზუსტად დასრულება ვერ შეძლეს და მატჩი „ბაიერნის“ გამარჯვებით, 71:70 დასრულდა.

https://www.youtube.com/watch?v=_K7-u_3m-1w&feature=emb_logo&fbclid=IwAR1QII-9JvsXWVHpocvmdGGkEv0943XRpUG0q77Qxd7TMFqI6hpvuOfiATY

გადამწყვეტი ქულის მომტანმა ლუჩიჩმა გერმანელთა შორის ყველაზე მეტი – 13 ქულა დააგროვა. 12 ქულა იყო ჯალენ რეინოლდსის ანგარიშზე. სტუმართა შორის 16 ქულით საუკეთესო ტომას ვოლკაპი გამოდგა.

ევროლიგაზე დღეს 33-ე ტურის დარჩენილი 5 შეხვედრა შედგება. გასარკვევია მხოლოდ პლეიოფის მონაწილე ორი გუნდის ვინაობა. მე-7 და მე-8 ადგილებისთვის „ბასკონია“, „რეალი“, „ვალენსია“ და „ზენიტი“ იბრძვიან.

 

ბასკონიაეფესი 101:111 (ოვერტაიმი)

https://www.youtube.com/watch?v=nDfeYqwsvFU&feature=emb_logo&fbclid=IwAR2AM10suUVreQfl3I6xog2bv80fW4HBc1vgvpnZm1i_Ue6pXrU_jj3gupQ

 

პანათინაიკოსი – ოლიმპია მილანო 86:83 (ოვერტაიმი)

https://www.youtube.com/watch?v=MxKm2kgRkiE&feature=emb_logo&fbclid=IwAR0EmP1vHADRgZ1elsQFc6_xqMSNGke6ZMvrxrV3aCvfvaZUTlRnYmtxIsw

 

ცრვენა ზვეზდა – მაკაბი 76:64

https://www.youtube.com/watch?v=TWpDDFAeYJ4&fbclid=IwAR0YNdwpR6GkKiOLknw60Ox9Xj48Vy7e88jfLkhk9Af2yLi5MTWW04izE4s

მსგავსი