შენგელიას 16 ქულა და 7 მოხსნა „ცრვენა ზვეზდასთან“ მოგებულ მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT

11:30, 26.03.2021

საკალათბურთო ევროლიგაზე 31-ე ტურის მატჩები გაიმართა. თორნიკე შენგელიას ცსკა საკუთარ არენაზე „ცრვენა ზვეზდას“ დაუხვდა და უპრობლემოდ 87-72 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მოედანზე 28 წუთი გაატარა და ამ დროის მანძილზე 16 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მიითვალა. საკუთარი გუნდის რიგებში თორნიკე საუკეთესო იყო.

ცსკა-ს 30 მატჩის შემდეგ 20 მოგება და 10 მარცხი აქვს და მე-2 ადგილზეა. ევროლიგაზე მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 30 მარტს „ზენიტთან“ სტუმრად გამართავს.

 

ცსკა – ცრვენა ზვეზდა 87:72

https://www.youtube.com/watch?v=A7NyE1-cxXU

 

ანადოლუ ეფესი – პანათინაიკოსი 85:65

https://www.youtube.com/watch?v=a_BFYTETpCc

 

ჟალგირისი – მაკაბი 81:88

https://www.youtube.com/watch?v=0lz15mlKMR4

 

ლიონი – რეალი 71:74

https://www.youtube.com/watch?v=qXzXsVMGetY

 

ვალენსია – ბაიერნი 83:76

https://www.youtube.com/watch?v=Qe6LCOT9kug

მსგავსი