თორნიკე შენგელიას შედეგიანი მატჩი ევროლიგაზე – საქართველოს ნაკრების კაპიტანი საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
საკალათბურთო ევროლიგის მესამე ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ ბერლინის „ალბას“ უმასპინძლა და 87:76 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა, თორნიკე ორივე გუნდში ყველზე შედეგიანი იყო, მის ანგარიშზე 26 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემაა.
„ვირტუსი“ ევროლიგაზე მომდევნო შეხვედრას კვლავ საკუთარ მოედანზე ჩაატარებს – ბოლონიელები 20 ოქტომბერს სერბულ „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებენ.
Beautiful 🏀 movement leaves @TokoShengelia23 open for an easy 3 🎯#MagicMoment l @VirtusSegafredo pic.twitter.com/lpQnu4NKIX
— Turkish Airlines EuroLeague (@EuroLeague) October 18, 2023