„რეალმა“ „ჟალგირისს“ უშანსოდ სძლია – ევროლიგის 26-ე ტურის მატჩების მიმოხილვა [ვიდეო]

11:52, 26.02.2021

საკალათბურთო ევროლიგაზე 26-ე ტურის 5 შეხვედრა გაიმართა. მადრიდის „რეალმა“ საკუთარ არენაზე „ჟალგირისს“ უმასპინძლა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. სამეფო კლუბმა მხოლოდ მეორე პერიოდი წააგო (15-18), დანარჩენი 3 კი დამაჯერებლად მოიგო და ტურნირზე რიგით მე-16 გამარჯვება იზეიმა.

მადრიდელებს შორის ყველაზე შედეგიანი 14 ქულით გაბრიელ დეკი გამოდგა. 12-12 ქულა მიითვალეს ჯესი ქეროლმა და ტრეი ტომპკინსმა.

ჟალგირისის“ რიგებში 13 ქულა ჰქონდა პაულიუს იანკუნასს. 11 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიგელ ჰაიესმა.

„რეალი“ 16 მოგებითა და 10 მარცხით 4-5 ადგილებს „ბაიერნთან“ ინაწილებს. პირველ ადგილზე 18 მოგებით „ბარსელონაა“.

 

რეალი – ჟალგირისი 70:58

https://www.youtube.com/watch?v=kj7M1-FDJSc&feature=emb_logo&fbclid=IwAR3OWWSmk9NEMJ81-RuaF5qzog9_AAzapMHbq_rO_mqTB2nPiUI8grb8rC0

 

ზენიტი – ვალენსია 62:91

https://www.youtube.com/watch?v=E-rlP86duco

 

ოლიმპიაკოსი – ცსკა 74:75

https://www.youtube.com/watch?v=-QswPWZuz0E&t=9s

 

ბაიერნი – მაკაბი 72:70

https://www.youtube.com/watch?v=PBsodXcc9g0

 

ოლიმპია მილანო – ხიმკი 84:74

https://www.youtube.com/watch?v=IRPe61VfULY

მსგავსი