შენგელიას 11 ქულა პლეი ოფის მეორე შეხვედრაში - თორნიკეს გუნდი ევროლიგის ნახევარფინალს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT
შენგელიას 11 ქულა პლეი ოფის მეორე შეხვედრაში - თორნიკეს გუნდი ევროლიგის ნახევარფინალს მიუახლოვდა [ვიდეო] #1TVSPORT

საკალათბურთო ევროლიგის პლეი ოფში მეოთხედფინალური ეტაპი მიმდინარეობს, სადაც თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში „ფენერბაჰჩესთან“ მეორე შეხვედრა გამართა და ამჯერადაც დაამარცხა 78:67.

შენგელია თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თორნიკემ 32 წუთსა და 36 წამში 11 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში, 4 დაცვაში), 7 პასი და 2 ჩაჭრა დააგროვა. მან 8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა და პერიმეტრიდან ერთხელ სცადა ჩაგდება, მაგრამ უშედეგოდ. ქართველი კალათბურთელი მეტოქის წინააღმდეგ 3-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა.

ცსკა-მ გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, რის შემდეგაც გუნდმა უპირატესობა შეინარჩუნა და ამ დაპირისპირებაში სხვაობა ორამდე გაზარდა. მატჩში საუკეთესო „ფენერბაჰჩესგუდურიჩი იყო 27 ქულით, 14 ქულა დააგროვა ჰეკეტმა.

თორნიკე შენგელიას გუნდი შემდეგ შეხვედრას „ფენერბაჰჩეს“ წინააღმდეგ 28 აპრილს გამართავს. შეგახსენებთ, რომ საკალათბურთო ევროლიგის პლეი ოფში სერიები სამ მოგებამდეა.

 

დატოვე კომენტარი