მოახლოებული „ოთხთა ფინალის“ წინ, ევროლიგამ 2018-19 წლების რეგულარული სეზონის სიმბოლური ხუთეული შეადგინა. ის ამგვარად დაკომპლექტდა:
ნიკ კალატესი („პანათინაიკოსი“)
უილ კლაიბერნი (ცსკა)
ბრენდონ დევისი („ჟალგირისი“)
კოსტას სლუკასი („ფენერბაჰჩე“)
იან ვესელი („ფენერბაჰჩე“)
ევროლიგის „ოთხთა ფინალის“ ნახევარფინალები 17 მაისს გაიმართება – „რეალი“ შეხვდება ცსკა-ს, მეორე წყვილში კი „ფენერბაჰჩე“ „ეფესს“ დაუპირისპირდება.