ევროკომისრის შენიშვნების ფურცელს იტალიელმა დეპუტატმა პროტესტის ნიშნად ფეხსაცმელი დაადო
ეკონომიკის საკითხებში ევროკომისრის პიერ მოსკოვიცის შენიშვნების ფურცელს, იტალიელმა დეპუტატმა ფეხსაცმელი დაადო.
ინციდენტი სტრასბურგში გამართული პრესკონფერენციის შემდეგ მოხდა, როდესაც ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა იტალიის 2019 წლის ბიუჯეტის უარყოფის შესახებ განაცხადეს.
პრესკონფერენციის შემდეგ იტალიის ულტრამემარჯვენე პარტია „ჩრდილოეთის ლიგის“ წევრმა, ანჯელო ჩიოკამ მოსკოვიცის შენიშვნების ფურცელი აიღო, ფეხსაცმელი გაიხადა და უკმაყოფილება ფურცელზე ფეხსაცმლის დადებით გამოხატა.
მოგვიანებით, პიერ მოსკოვიციმ განაცხადა, რომ მსგავსი სახის ძალადობა ჩვეულებრივი არ უნდა გახდეს. „ფხიზლად იყავით, დემოკრატია მყიფე საგანძურია“, – დაწერა ევროკომისარმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.