არჩილ თალაკვაძე - ბოდიშების მოხდა უკვე გვიანია, სამადაშვილი გულწრფელი იყო, როდესაც თავს დაესხა ევროკომისარს და ევროპული პერსპექტივისთვის საზიანო განცხადებები გააკეთა
არჩილ თალაკვაძე - ბოდიშების მოხდა უკვე გვიანია, სამადაშვილი გულწრფელი იყო, როდესაც თავს დაესხა ევროკომისარს და ევროპული პერსპექტივისთვის საზიანო განცხადებები გააკეთა

სამწუხაროდ, სამადაშვილი გულწრფელი იყო, როდესაც თავს დაესხა ევროკომისარს და საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის საზიანო განცხადებები გააკეთა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილს მიაჩნია, რომ მათი გაფუჭებული სხვების გაკეთებულს ყოველთვის სჯობია და საქართველო მათ გარეშე არ იმსახურებს ევროკავშირში რაიმე სტატუსსა და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას.

მისივე თქმით, ოლივერ ვარჰეილისადმი სალომე სამადაშვილის დამოკიდებულებას საზოგადოება არჩევნებზე შეაფასებს.

„ბოდიშების მოხდა უკვე გვიანია და ის, რომ თანაგუნდელები ამ განცხადებებს გაემიჯნონ. სამწუხაროდ, სამადაშვილი გულწრფელი იყო, როდესაც თავს დაესხა ევროკომისარს და საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის საზიანო განცხადებები გააკეთა. ის პირდაპირ თბილისში ევროკავშირის მაღალი დონის წარმომადგენელს, ჩვენს სტუმარს თავს დაესხა და მის მიმართ უსამართლო შეფასებები გააკეთა. ეს პირდაპირ იმ ხაზის გაგრძელებაა, რომელსაც ატარებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები. მათ მიაჩნიათ, რომ მათი გაფუჭებული სხვების გაკეთებულს ყოველთვის სჯობია და რომ საქართველო მათ გარეშე არ იმსახურებს ევროკავშირში რაიმე სტატუსს და ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას. ეს საკუთარი ქვეყნის მომავლის არასწორი ხედვაა. ყველა ვნახავთ და დავრწმუნდებით, სამადაშვილი და მისი პარტია რა ხმებს მიიღებს მომავალ არჩევნებში. ეს მისი განცხადებებისთვის საუკეთესო შეფასება იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.