ევროკომისიის წარმომადგენელი - შუა დერეფანს ევროპასა და აზიას შორის დიდი რაოდენობით ტვირთის გადაზიდვის პოტენციალი აქვს
შუა დერეფანს ევროპასა და აზიას შორის დიდი რაოდენობით ტვირთის გადაზიდვის პოტენციალი აქვს, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ მედიასთან საუბარში ევროკომისიის წარმომადგენელმა, მირიამ გარსიამ გააკეთა.
გარსიას თქმით, სავაჭრო გზების დივერსიფიცირება და ევროპასა და აზიას შორის ახალი, სანდო, ეფექტური და მდგრადი სატრანსპორტო კავშირების განვითარებას ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
„უკრაინაში ომი დაწყების შემდეგ შუა დერეფანმა ახალი მნიშვნელობა შეიძინა. ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს აზერბაიჯანის, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი კვანძის მნიშვნელობის გაზრდაში. შუა დერეფანს აზიასა და ევროპას შორის დიდი რაოდენობით ტვირთების გადაზიდვის პოტენციალი გააჩნია, თუ მოგვარდება მთავარი პრობლემები. მათ შორის გამტარუნარიანობა, ასევე საბჟოსთან დაკავშირებული საკითხები, სასაზღვრო გადასასვლელებისა და დოკუმენტაციის საკითხი, რომელთა გადაჭრაც აუცილებელია ყველა ჩართულ პარტნიორთან კოორდინაციის გზით“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.
როგორც გარსიამ აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ევროკავშირმა უკვე წამოიწყო სატრანსპორტო მარშრუტის კვლევა, მათ შორის ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის გავლით და დასკვნა, სავარაუდოდ, მაისში იქნება მზად.
შეგახსენებთ, შუა დერეფანი ითვალისწინებს ტვირთების გადაზიდვას ჩინეთიდან ევროპაში, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით.