ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - დრო მოვიდა, ბუნებრივ აირზე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დაიწყოს
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - დრო მოვიდა, ბუნებრივ აირზე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დაიწყოს

დრო მოვიდა ბუნებრივ აირზე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების დასაწყებად – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა. მაროს სეფჩოვიჩის თქმით, უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებმა სამმხრივი მოლაპარაკების გასამართად მიწვევა უკვე მიიღეს.

უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის ხელშეკრულებას ვადა 2019 წელს გასდის.

„მოლაპარაკებები შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა დაიწყოს, რადგან უნდა მოხდეს ბუნებრივი აირის საკითხების შეფასება, რაც ჩართული მხარეებისთვის მნიშვნელოვანია. რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით 2019 წლის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს“ – აღნიშნა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.