ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ახლა ისე ვარ, როგორც ძველი შეყვარებული, ევროკავშირიდან ბრიტანეთის  გასვლა გულს მტკენს
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ახლა ისე ვარ, როგორც ძველი შეყვარებული, ევროკავშირიდან ბრიტანეთის  გასვლა გულს მტკენს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანს ტიმერმანსმა ბრიტანეთს „სასიყვარულო წერილი“  დაუწერა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროკაშირიდან ბრიტანეთის გასვლა გულს სტკენს.

წერილი გამოცემა „გარდიანმა“ გამოაქვეყნა.

ფრანს ტიმერმანსი წერს, რომ პირველად ბრიტანეთი მაშინ შეიყვარა, როდესაც რომში, ბრიტანულ სკოლაში დაიწყო სწავლა.

„ახლა მე შენ გიცნობ და მიყვარხარ იმის გამო, როგორიც ხარ. იმის გამო, რაც ჩემთვის გააკეთე. ახლა ისე ვარ, როგორც ძველი შეყვარებული. ვიცი შენი ძლიერი და სუსტი მხარეები. ვიცი, რომ გჯერა საკუთარი უნიკალურობის“, –  წერს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი

შეგახსნებთ, 31 იანვარს, რეფერენდუმის ჩატარებიდან სამი წლის თვაზე, ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს.