ევროკომისიის პრეზიდენტმა კორონავირუსის ტესტი გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის პრესპიკერმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ საუბრისას დაადასტურა.
მისივე თქმით, შედეგი ნეგატიური იყო.
ევროკავშირის პრესპიკერის, ერიკ მამერის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენს ტესტი მას შემდეგ გაუკეთეს, რაც ახალი კორონავირუსის დიაგნოზი ბრექსიტის საკითხებში ევროკავშირის მთავარ მომლაპარაკებელს, მიშელ ბარნიეს დაუდგინეს.