ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დასამტკიცებლად ევროპარლამენტში კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართება
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დასამტკიცებლად ევროპარლამენტში კენჭისყრა 18 ივლისს გაიმართება

ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის დასამტკიცებლად ევროპარლამენტში კენჭისყრა 18 ივლისს ჩატარდება.

ევროპარლამენტარები გადაწყვეტენ, დაინიშნება თუ არა ევროკაშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელად ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით.

თანამდებობაზე დამტკიცებისთვის 720-ადგილიან ევროპარლამენტში, სულ მცირე, 361 დეპუტატის ხმა არის საჭირო.

ევროპარლამენტის მომავალი კვირის დღის წესრიგის მიხედვით, სტრასბურგში დილის ცხრა საათზე ურსულა ფონ დერ ლეიენი განცხადებას გააკეთებს, რის შემდეგაც დებატები დაიწყება.

კენჭისყრა 13:00 საათზე შედგება, შედეგები კი, დაახლოებით 14:45 საათზე გამოცხადდება.

ურსულა ფონ დერ ლაიენი თუ 361 ხმას ვერ მიიღებს, ევროკავშირის ლიდერებმა სხვა კანდიდატი უნდა წარადგინონ.