ევროკომისიის პრეზიდენტი - დღეს არ არის გაფართოებისა და ახალი წევრების მიღების სამიტი, ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს პარტნიორებთან
ეს არ არის გაფართოებისა და ახალი წევრების მიღების სამიტი. ჩვენ ვაღრმავებთ ურთიერთობებს პარტნიორებთან, – ასე უპასუხა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა პირველი არხის კითხვას, როგორ ხედავს საქართველოსა და ასოცირებული ქვეყნების ევროპულ პერსპექტივას.
როგორც ჟან კლოდ იუნკერმა აღნიშნა, პარტნიორებმა უნდა მოახდინონ კონსოლიდაცია.
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეხუთე სამიტი ბრიუსელში გაიხსნა. მას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და პროგრამის მონაწილე ექვსი ქვეყნის – საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, ბელარუსის, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობის წევრები ესწრებიან. სამიტის მონაწილეები ამ წუთებში იკრიბებიან. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
როგორც სამიტის წინ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, სამიტზე სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრებენ.