ევროკომისიის პრეზიდენტი - დამწუხრებული ვარ ვენაში მომხდარით, ჩვენ ტერორიზმზე და სიძულვილზე ძლიერები ვართ
ავსტრიაში მომხდარ თავდასხმას ეხმიანება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ ვენაში მომხდარი თავდასხმით. ჩემი ფიქრები დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთან და ავსტრიელ ხალხთანაა. ევროპა სრულ სოლიდარობას უცხადებს ავსტრიას. ჩვენ ტერორიზმზე და სიძულვილზე ძლიერები ვართ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.