ევროკომისიის პრეზიდენტი – დამწუხრებული ვარ ვენაში მომხდარით, ჩვენ ტერორიზმზე და სიძულვილზე ძლიერები ვართ
ავსტრიაში მომხდარ თავდასხმას ეხმიანება ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
„შეშფოთებული და დამწუხრებული ვარ ვენაში მომხდარი თავდასხმით. ჩემი ფიქრები დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებთან და ავსტრიელ ხალხთანაა. ევროპა სრულ სოლიდარობას უცხადებს ავსტრიას. ჩვენ ტერორიზმზე და სიძულვილზე ძლიერები ვართ“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
I am shocked and saddened by the brutal attack that took place in Vienna. My thoughts are with the families of the victims and the Austrian people.
Europe stands in full solidarity with Austria. We are stronger than hatred and terror.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) November 2, 2020