ევროკომისიის პრეზიდენტი - ჩვენ ვიხილეთ რუსეთისთვის დამახასიათებელი მოქმედებები საქართველოში, უკრაინაში, სირიასა და სოლსბერიში
ევროკომისიის პრეზიდენტი - ჩვენ ვიხილეთ რუსეთისთვის დამახასიათებელი მოქმედებები საქართველოში, უკრაინაში, სირიასა და სოლსბერიში

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკომისია ევროპული „მაგნისკის“ აქტის ინიციატივას წარადგენს. ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ევროპარლამენტი არაერთხელ გამოსულა ევროპული „მაგნიტსკის აქტის“ შემუშავების მოწოდებით. მსურს, განვცახადო, რომ ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივას წარვადგენთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროპარლამენტის წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბელარუსში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მან ბელარუს ხალხს ევროკავშირის სახელით მხარდაჭერა გამოუცადა.

მისი თქმით, 9 აგვისტოს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არ ყოფილა არც თავისუფალი და არც სამართლიანი, ხოლო ბელარუსის ხელისუფლების ქმედებები დემონსტრანტების წინააღმდეგ იყო სამარცხვინო.

„იქნება ეს ჰონგ-კონგი, მინსკი თუ მოსკოვი – ევროპამ მკაფიო და სწრაფი პოზიცია უნდა დააფიქსიროს. მინდა, ხმამაღლა  და მკაფიოდ ვთქვა – ევროკავშირი ბელარუსი ხალხის მხარეს არის. ყველანი შეგვძრა იმ ადამიანების სიმამაცემ, რომლებიც მშვიდობიანად იკრიბებიან დამოუკიდებლობის მოედანზე ან მონაწილეობას იღებენ უშიშარ ქალთა მსვლელობაში. არჩევნები, რამაც ისინი ქუჩაში გაიყვანა, არ ყოფლა არც თავისუფალი და არც სამართლიანი, ხოლო მთავრობის სასტიკი რეაგირება იყო სამარცხვინო. ბელარუსის ხალხს უნდა შეეძლოთ, თავისუფლად გადაწყვიტონ საკუთარი მომავალი. ისინი არ არიან ფიგურები ვინმეს ჭადრაკის დაფაზე”, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსი ოპოზიცონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლა გამონაკლისი შემთხვევა არ არის. ურსულა ფონ დერ ლაიენმა დეპუტატებს შეახსენა რუსეთის ქმედებები საქართველოში, უკრაინაში, სირიაში, სოლსბერიში და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩარევა.

„მათ ვინც, მხარს უჭერს რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირს, ვეტყვი, რომ ალექსეი ნავალნის მოწამლვა ქიმიური აგენტით არ არის გამონაკლისი შემთხვევა. ჩვენ ვიხილეთ დამახასიათებელი მოქმედებები საქართველოში, უკრაინაში, სირიასა და სოლსბერიში, მსოფლიოს სხვდასხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩარევა. ეს ქმედებები არ იცვლება და არანაირი გაზსადენი არ შეცვლის ამას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.