ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში კარგ პროგრესს აჩვენებს
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში კარგ პროგრესს აჩვენებს. ამის შესახებ განცხადება ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას გააკეთა. ის უკრაინის დედაქალაქში ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და მხარდაჭერას დაჰპირდა.
„უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კარგად მიდის. შთამბეჭდავია იმ სიჩქარის, შემართებისა და სიზუსტის ხილვა, რომლითაც თქვენ წინ მიიწევთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
უკრაინაში ვიზიტის დროს ევროკომისიის პრეზიდენტმა დააანონსა 150 მილიონი ევროს ოდენობით დახმარება, რომლითაც უკრაინის შიგნით იძულებით გადაადგილებული პირები ისარგებლებენ. კერძოდ, ამ თანხით დევნილების საცხოვრებლით უზრუნველყოფაა დაგეგმილი.
ამასთან, ევროკავშირი დამტებით 100 მილიონ ევროს გამოყოფს უკრაინული სკოლების აღსადგენად.