ევროკომისიის პრესსპიკერი - ევროკომისია მიესალმება, რომ უკრაინის ხელისუფლება სერიოზულად უდგება მაღალჩინოსანთა მიმართ კორუფციის ბრალდებებს
ევროკომისია მიესალმება, რომ უკრაინის ხელისუფლება სერიოზულად უდგება მაღალჩინოსანთა მიმართ წაყენებულ კორუფციის ბრალდებებს.
ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა.
ამასთან, ანა პისონეროს თქმით, ევროკომისია ელოდება, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში კორუფციასთან ბრძოლა გაძლიერდება, განსაკუთრებით, უმაღლეს დონეზე.
ევროკომისიაში აღნიშნეს, რომ უკრაინამ ევროკომისიის რეკომენდაციების გამოქვეყნების შემდეგ რამდენიმე ანტიკორუფციული ზომა გაატარა.
კერძოდ, საუბარია სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის უფროსის დანიშვნასა და ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ახალი დირექტორის შერჩევის პროცესის დაწყებაზე.
ევროკომისიის პრესსპიკერის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გადამწყვეტი ნაწილია და ასევე წარმოადგენს წინაპირობას კიევისთვის მიკროსაფინანსო მხარდაჭერისთვის.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში 24 იანვარს ექვსი მინისტრის მოადგილე და ხუთი ოლქის მეთაური თანამდებობებიდან გაათავისუფლეს.
საკადრო გადაწყვეტილებებს რამდენიმე კორუფციული სკანდალი უძღოდა წინ.