ევროკომისიის ორიგინალური ფოტო საქართველოზე - მოვირგოთ ფეხსაცმელი და სწორი გეზით ვიაროთ, რათა საქართველო და ევროკავშირი კიდევ უფრო დავაახლოვოთ
ევროკომისია საქართველოს მთავრობის წევრებთან ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებს Insagram-ზე ორიგინალური ფოტოთი გამოეხმაურა.
ფოტოზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებით გაფორმებული წინდები ჩანს.
„მოვირგოთ ფეხსაცმელი და სწორი გეზით ვიაროთ, მხარდამხარ, მომავლისკენ, რათა საქართველო და ევროკავშირი კიდევ უფრო დავაახლოვოთ“, – ნათქვამია მინაწერში, რომელიც ფოტოს ახლავს.
შეგახსენებთ, 21 ნოემბერს, საღამოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უმასპინძლა.