ევროკომისიის ორიგინალური ფოტო საქართველოზე – მოვირგოთ ფეხსაცმელი და სწორი გეზით ვიაროთ, რათა საქართველო და ევროკავშირი კიდევ უფრო დავაახლოვოთ

01:20, 22.11.2018

ევროკომისია საქართველოს მთავრობის წევრებთან ბრიუსელში გამართულ მოლაპარაკებებს Insagram-ზე ორიგინალური ფოტოთი გამოეხმაურა.

ფოტოზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშის ფერებით გაფორმებული წინდები ჩანს.

მოვირგოთ ფეხსაცმელი და სწორი გეზით ვიაროთ, მხარდამხარ, მომავლისკენ, რათა საქართველო და ევროკავშირი კიდევ უფრო დავაახლოვოთ“, – ნათქვამია მინაწერში, რომელიც ფოტოს ახლავს.

შეგახსენებთ, 21 ნოემბერს, საღამოს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უმასპინძლა.

მსგავსი