ევროკომისიამ ამერიკული კორპორაცია Google-ი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევისთვის 4,3 მილიარდი ევროთი დააჯარიმა. ამის შესახებ განცხადება კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა მარგრეტე ვესტაგერმა გააკეთა.
საქმე ეხება ოპერაციულ სისტემა „ანდროიდს“. ევროკომისიაში მიიჩნევენ, რომ Google-ი „ანდროიდს“ უსამართლოდ იყენებდა ინტერნეტ-საძიებო სისტემაში თავისი უპირატესობის გასაძლიერებლად.
ევროკომისრის თქმით, კომპანიამ დაარღვია ევროკავშირის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, როდესაც „ანდროიდის“ მწარმოებლებს მოწყობილობების გაყიდვა დაავალდებულა წინასწარ ინსტალირებული Google-ის საძიებო სისტემით.
ევროკომისიამ კომპანიას დარღვევების გამოსასწორებლად 90 დღიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში Google-ს დამატებითი ჯარიმა ემუქრება.
„მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, Google-მა უნდა შეწყვიტოს ევროპელი მომხმარებლების არჩევანზე გავლენის მოხდენა“, -აღნიშნა კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა.
როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამერიკული კომპანია ევროკომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.
. ამის შესახებ განცხადება კონკურენციის საკითხებში ევროკომისარმა მარგრეტე ვესტაგერმა გააკეთა.