ევროკომისია - კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მოქალაქეებისთვის, ჩვენ მივიღეთ 2023 წლის გაფართოების პაკეტი
ევროკომისია - კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მოქალაქეებისთვის, ჩვენ მივიღეთ 2023 წლის გაფართოების პაკეტი

კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, და ბოსნია და ჰერცეგოვინას მოქალაქეებისთვის მათ ევროკავშირში მისწრაფებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

„ჩვენ მივიღეთ 2023 წლის გაფართოების პაკეტი, რომლის რეკომენდაციაცაა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ბოსნია ჰერცეგოვინასთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას, როგორც კი შესაბამისობის საჭირო ხარისხი მიღწეული იქნება. ჩვენი კავშირის სრულყოფა, ბუნებრივი ჰორიზონტია“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.