ევროკომისია – კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას მოქალაქეებისთვის, ჩვენ მივიღეთ 2023 წლის გაფართოების პაკეტი
კიდევ ერთი ისტორიული ნაბიჯი საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, და ბოსნია და ჰერცეგოვინას მოქალაქეებისთვის მათ ევროკავშირში მისწრაფებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.
„ჩვენ მივიღეთ 2023 წლის გაფართოების პაკეტი, რომლის რეკომენდაციაცაა უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების დაწყება, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ბოსნია ჰერცეგოვინასთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას, როგორც კი შესაბამისობის საჭირო ხარისხი მიღწეული იქნება. ჩვენი კავშირის სრულყოფა, ბუნებრივი ჰორიზონტია“, – აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.
Another historic step for the citizens of 🇺🇦🇲🇩🇬🇪🇧🇦 regarding their 🇪🇺 aspirations.
We’ve adopted our 2023 Enlargement Package recommending to open negotiations with Ukraine and Moldova, to grant candidate status to Georgia, and to open accession negotiations with Bosnia and… pic.twitter.com/Ipr61YHFSz
— European Commission (@EU_Commission) November 8, 2023