ევროკომისარი ტიერი ბრენტონი - კორონავირუსის გამო, ორ თვეში ევროკავშირის ტურისტულმა სექტორმა 2 მილიარდი ევრო დაკარგა
კორონავირუსის გამო, ორ თვეში ევროკავშირის ტურისტულმა სექტორმა 2 მილიარდი ევრო დაკარგა,- ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგული „ბი-ეფ-ემ ტვ“, შიდა ბაზრის საკითხებში ევროკომისარ ტიერი ბრენტონზე დაყრდნობით იუწყება.
მისივე თქმით, „კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო, იანვრის შემდეგ ორი მილიონი ტურისტით ნაკლები ჩავიდა, რამაც ბრენტონის განცხადებით, ტურისტულ სექტორს თვეში ერთი მილიარდი ევრო დააკარგვინა.
„ევროპაში დიდი რაოდენობით ჩინელი ტურისტი უკვე ორი თვეა, არ ჩამოდის, რაც ტურისტულ სექტორზე აისხა“, – განაცხადა ბრენტონმა.
მისივე განცხადებით, იტალიის ხელისუფლება კორონავირუსის გამო, დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად სამ მილიარდ ევროს გამოყოფს.
ბრენტონის ინფორმაციით, კორონავირუსის მიერ ევროპის ტურისტული სექტორისთვის მიყენებული ზიანის შესახებ უფრო კონკრეტულად საუბარი მარტის ბოლოს იქნება შესაძლებელი.