ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარს დღეს გადასცემს
სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებულ კითხვარს 11 აპრილს გადასცემს.
როგორც ევროკომისარმა განაცხადა, პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, მოამზადოს მოსაზრებები ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ.
„პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა კითხვარი უკრაინას გუშინ გადასცა, მე კი ორშაბათს გადავცემ საქართველოსა და მოლდოვას. პასუხი დაეხმარება ევროკომისიას, რომ მოამზადოს მოსაზრებები სამი ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაკეთებული განცხადებების შესახებ, როგორც ამას ითხოვს ევროკავშირის საბჭო“, – აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.