ევროკავშირმა ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ევროკავშირმა ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

სანქციები პირველად 2014 წლის ივნისის თვეში დაწესდა. ის მოიცავს ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან პროდუქციის ევროკავშირში იმპორტის აკრძალვას, ასევე ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციების და ტურისტული სერვისების აკრძალვას ოკუპირებულ ყირიმში და სევასტოპოლში.

მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები ეხება გარკვეული პროდუქციის და ტექნოლოგიების ექსპორტს ყირიმში დაფუძნებულ კომპანიებში, ასევე სატრანსპორტო, სატელეკომუნიკაციო და ენერგეტიკის სექტორებში ან ნავთობის, გაზისა და სხვა რესურსების საძიებლად და საწარმოებლად.

როგორც მედია წერს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 25 თებერვალს განაცხადა, რომ იძულებითი და უკანონო ანექსიიდან რვა წლის შემდეგაც, ევროკავშირი არ ცნობს და აგრძელებს ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის დაგმობას და საერთაშორისო სამართლის სერიოზული დარღვევად განიხილავს.