ევროკავშირმა ვენესუელას მიერ შეირაღების შესყიდვაზე ემბარგო დააწესა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახალი ზომები რეგულარულ შეხვედრაზე დებატების გარეშე დაამტკიცეს.
ევროკავშირის სანქციები ვენესუელაში რეგიონული არჩევნების ჩატარებას მოჰყვა, რომელიც მმართველი სოციალისტების გამარჯვებით დასრულდა.
ევროკავშირის განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ არჩევნები მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე ჩატარდა. ბრიუსელის სანქციების დაწესებამდე ორი თვით ადრე, ოფიციალურ კარაკასს მასშტაბური სანქციები აშშ-მა დაუწესა, რომლის მიხედვითაც ამერიკის ფინანსურ ინსტიტუტებს ვენესუელას მთავრობისთვის და სახელმწიფო ნავთობკომპანიისთვის ფინანსური დახმარების გაწევა ეკრძალებათ.