ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ექვსი ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი ამოიღო
ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ექვსი ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი ამოიღო

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ექვსი ქვეყანა, მათ შორის აზერბაიჯანი და სომხეთი ამოიღო. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, ამავე სიიდან ამოიღეს ალბანეთი, იაპონია, ბრუნეი და სერბეთი. ეს ნიშნავს, რომ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ევროკავშირში ჩასულ მოგზაურებს კოვიდტესტების პასუხის წარდგენა და კარანტინის გავლა მოუწევთ.

დღესვე ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უსაფრთხო ქვეყნების ნუსხაში დაამატეს ურუგვაი. ამჟამად ამ სიაში სულ 12 სახელმწიფოა. მათ შორის ავსტრალია, კანადა, საუდის არაბეთი, ჰონგ კონგი, მაკაო.

ამასთან, ევროკავშირში ჩასვლა კვლავ შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს, თუმცა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში მათაც უწევთ კარანტინის გავლა.