მაკროფინანსური დახმარების ფარგლებში, ევროკავშირმა უკრაინას მილიარდი ევრო გამოუყო, – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, ალექსანდრ ვინტერშტაინმა განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, ფინანსური დახმარება უკრაინაში რეფორმების განხორციელებას მოხმარდება.
ევროკომისიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლების თხოვნისა და ევროკომისიისა და უკრაინის პრეზიდენტების პირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ იქნა მიღებული.