ევროკავშირმა ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო
ევროკავშირმა ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

ევროკავშირმა ალბანეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო.

სამეზობლო პოლიტიკის და გაწევრიანების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰელი აცხადებს, რომ 27-მა წევრმა სახელმწიფომ შეთანხმებას მიაღწია, რაც ასევე არის ცხადი გზავნილი დასავლეთ ბალკანელების მიმართ, რომ მათი მომავალი ევროკავშირშია.

ხორვატია, რომელიც როტაციული წესით ევროპული საბჭოს პრეზიდენტია, აცხადებს, რომ ეს არის ორი ქვეყნის მიერ რეფორმებისადმი გამოჩენილი ძალისხმევის აღიარება. სწორედ ხორვატია გახდა ბოლოს ევროკავშირის წევრი 2011 წელს.

ალბანეთი სხვა ქვეყნებთან ერთად დასახელდა გაწევრიანების პოტენციურ კანდიდატად 2003 წელს გამართულ თესალონიკის სამიტზე. ორი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას გასული წლის ოქტომბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა, დანიასთან და ნიდერლანდებთან ერთად, ვეტო დაადო.