ევროკავშირის წარმომადგენლობა - ვულოცავთ საქართველოს იმ ქვეყნებს შორის მოხვედრას, რომელთათვის ევროკავშირი პირველი ივლისიდან კვლავ გახსნის თავის საზღვრებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ულოცავს იმ ქვეყნებს შორის მოხვედრას, რომლებზეც ევროკავშირის საბჭომ პირველი ივლისიდან საზღვრების გახსნის შესახებ რეკომენდაცია გასცა.
„ვულოცავთ საქართველოს მსოფლიოს იმ 15 ქვეყანას შორის მოხვედრას, რომელთათვის ევროკავშირი პირველი ივლისიდან კვლავ გახსნის თავის საზღვრებს!“ – წერია განცხადებაში.
იმ ქვეყნების სია, რომლებზეც საზღვრების გახსნის შესახებ რეკომენდაცია გაიცა, ევროკავშირის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ოფიციალურად დამტკიცებულ სიაში არის საქართველოც.
როგორც ევროკავშირის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული სია ყოველ ორ კვირაში გადაიხედება და გარემოებების მიხედვით განახლდება.