ევროკავშირის წარმომადგენლობა - ვამაყობთ საქართველოს ნაკრების ისტორიული დებიუტით ევროპის ჩემპიონატზე, მადლობა ამ შესანიშნავი თამაშებისთვის
ევროკავშირის წარმომადგენლობა - ვამაყობთ საქართველოს ნაკრების ისტორიული დებიუტით ევროპის ჩემპიონატზე, მადლობა ამ შესანიშნავი თამაშებისთვის

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ვამაყობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული დებიუტით ევროპის ჩემპიონატზე. თქვენ მოუტანეთ სიხარული და პატივი საქართველოს და დაიპყარით მილიონობით გულშემატკივარის გული მთელ მსოფლიოში. მადლობა ამ შესანიშნავი თამაშებისთვის“, – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.