ევროკავშირის წარმომადგენლობა - საქართველომ შეინარჩუნა თავისი ენის უნიკალურობა, რომელიც საქართველოში განათლებისა და კულტურის საფუძველია
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა დედაენის დღეს „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.
„ევროკავშირი უერთდება 14 აპრილის – დედაენის დღის აღნიშვნას. საქართველომ შეინარჩუნა თავისი ენის უნიკალურობა, რომელიც საქართველოში განათლებისა და კულტურის საფუძველია“,- აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციაში.