ევროკავშირის წარმომადგენლობა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ფასილიტატორი ელჩები ესწრებიან.
შეხვედრის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრის დაწყებამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. აშშ და ევროკავშირი პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული.