ევროკავშირის წარმომადგენლობა ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს

20:11, 18.04.2021

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას ფასილიტატორი ელჩები ესწრებიან.

შეხვედრის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას ევროკავშირის წარმომადგენლობის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრის დაწყებამდე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის პრესსპიკერმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა. აშშ და ევროკავშირი პარლამენტის ყველა წევრს მოუწოდებენ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომელიც დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ იქნება შეთავაზებული.

მსგავსი