ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი მოწოდებით გამოდის, რომ გაძლიერდეს რუსეთიდან მომავალ პროპაგანდასთან ბრძოლა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი მოწოდებით გამოდის, რომ გაძლიერდეს რუსეთიდან მომავალ პროპაგანდასთან ბრძოლა

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნაწილი გამოდის მოწოდებით, გაძლიერდეს რუსეთიდან მომავალ პროპაგანდასთან ბრძოლა.

„დოიჩე ველეს” ცნობით, ამის შესახებ საუბარია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ პოლონეთის, ჩეხეთის, შვედეთის, ლიტვის, ხორვატიის, რუმინეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელები.

მინისტრების ადრესატი ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინია. ავტორები ხაზს უსვამენ „გარე მოთამაშეების“ მცდელობაზე, უნდობლობისა და უკმაყოფილების ატმოსფერო გააღვივონ დემოკრატიული საზოგადოების შიგნით, ასევე შეასუსტონ ევროკავშირის ერთიანობა. ამიტომ აუცილებელია წინააღმდეგობის გაძლიერება.

როგორც ვარაუდობენ, ამ წერილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 13 ნოემბერს დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.

როგორც ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზეა ნათქვამი, მოლაპარაკების დროს საუბარი East Stratcom TaskForce-ის ფარგლებში მუშაობის გაძლიერებაზე იქნება. ეს უწყება ევროკავშირმა რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიასთან საბრძოლველად შექმნა.