ევროკავშირის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების შენარჩუნება ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედია
მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების შენარჩუნება ევროპის უსაფრთხოების ქვაკუთხედია, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამსახურის პრესსპიკერმა განაცხადა. მაია კოსიანჩიჩის თქმით, შეთანხმების შესანარჩუნებლად და განსახორციელებლად აშშ-მა და რუსეთმა კონსტრუქციული დიალოგი უნდა აწარმოონ.
„რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებამ ცივი ომისა და გამალებული შეიარაღების დასრულება უზრუნველყო. ის ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის ქვაკუთხედია. შეთანხმებას ასევე დიდი წვლილი შეაქვს ბირთვული გაუვრცელებლობის მიმართულებით“, – აღნიშნა კოსიანჩიჩმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.