ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუს და ჩინელ მაღალჩინოსნებს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციებს დაუწესებენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუს და ჩინელ მაღალჩინოსნებს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის სანქციებს დაუწესებენ. შესაბამისი შეთანხმება დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს.
სანქციები ამოქმედდება 11 ადამიანის წინააღმდეგ, მათი ვინაობა უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ე.წ. შავ სიაში მოხვედრილთა შორის არიან რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილოეთ კორეის, ერითრეის, სამხრეთ სუდანის და ლიბიის მოქალაქეები.
რუსეთის შემთხვევაში საუბარია ორ პირზე, რომლებიც ჩეჩნეთში ლგბტ თემის წარმომადგენელთა და პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებში მონაწილეობდნენ.
მათ ევროკავშირში შესვლას აუკრძალავენ და ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში მათ სახელზე გახსნილი ანგარიშები გაიყინება.
ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც ევროკავშირმა ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის სანქციების გლობალური მექანიზმი აამოქმედა. პირველად ამ მექანიზმით შეზღუდვები დაუწესეს რუს მაღალჩინოსნებს, რომლებიც ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის დევნაში არიან პასუხისმგებელნი.