ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საგარეო პოლიტიკის საკითხზე მსჯელობენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საგარეო პოლიტიკის საკითხზე მსჯელობენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში გაერთიანების საგარეო პოლიტიკის საკითხზე მსჯელობენ. ორდღიანი მინისტერიალის განმავლობაში დიპლომატები უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის საკითხს განიხილავენ.

შეხვედრას ვიდეოკონფერენციის ფორმატით დაესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება. ალბანეთის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, კოსოვოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინის ლიდერები კი ევროკავშირის მინისტრებთან პირისპირ შეხვედრას გამართავენ.

მედიის ცნობით,ასევე, იგეგმება ახალი სანქციების დაწესება ირანის „რევოლუციურ გუშაგთა კორპუსის“ წევრების წინააღმდეგ ანტისახელისუფლებო აქციების ჩახშობის გამო. როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ევროკავშირისთვის მიუღებელია ირანში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.