ევროკავშირის საგარეო სამსახური - დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის შესამცირებლად
ევროკავშირის საგარეო სამსახური - დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში დაძაბულობის შესამცირებლად

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის გამართულ შეხვედრას ეხმაურება.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის, დღეს დილით გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იყო რეგიონული საკითხების განსახილველად, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებული დაძაბულობის და ამ დაძაბულობის მოქალაქეებზე გავლენის შესამცირებლად. დიალოგი დავის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მნიშვნელოვანია, რასაც ევროკავშირის სრულად უჭერს მხარს.

მნიშვნელოვანია, ყველა მხარე კონსტრუქციულად იყოს ჩართული საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ვითარების შესამსუბუქებლად. ამ თვალსაზრისით არსებითია, რომ მათი უფლებები, მათ შორის თავისუფლად გადაადგილება, სრულად იქნას დაცული.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ აცხადებს მის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის,ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში პრესმდივნის, მაია კოჩიანჩიჩის განცხადებაში.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დღეს შეხვდა.