ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპული მამაცი გუნდის წევრების, მაშველებისა და სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ დაღუპული მამაცი გუნდის წევრების, მაშველებისა და სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმად დამწუხრებული ვარ გუდაურში ვერტმფრენის ტრაგიკული ჩამოვარდნის გამო. ჩემს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპული მამაცი გუნდის წევრების, მაშველებისა და სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრებს და მეგობრებს“, – წერს მარეკ შჩიგელი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე.