ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ჩორჩანა-წნელისთან სიმშვიდეა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი „ტვიტერში“ წერს, რომ ჩორჩანა-წნელისთან სიმშვიდეა.
„ვაგრძელებთ მონიტორინგს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ჩორჩანა-წნელისის რაიონში 24/7-ზე. ამ ღამით ჩვენ გვყავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხრა წარმომადგენელი, რომლებიც ორ ქართველ კოლეგასთან ერთად არიან. რეგულარული მონიტორინგის ბოლო მონაცემებით, ადგილზე სიმშვიდეა“, – წერს ერიკ ჰოგი.